Posts

ათობითის მენეჯმენტი

Image
მაგალითისათვის,  ათობითიდან ორობითში “ჩამოვახარისხოთ” IP მისამართი 192.168.1.109 მოდი დავიწყოთ ისევ 192-დან და გავიხსენოთ ჩვენი ხარისხები 2-ის, 128, 64, 32, 16, 8, 4, 2, 1. (ცხრილი #1) წეღან თუ მარჯვნიდან მარცხნივ ვწერდით, ახლა მოქმედებას ყოველთვის ვიწყებთ მარცხენა პირველი რიცხვიდან ანუ 128-დან და ვუყურებთ რიცხვების თავსებადობას. 192-ში 128 თავსდება და შესაბამისად  უნდა დავწეროთ 1 (ანუ 1 არის დადასტურება, კი, თავსდება, 0 უარყოფა – არა, არ თავსდება). რადგან თავსებადობა ვნახეთ, ახლა 192-ს უნდა გამოვაკლოთ 128 192-128=64 და ამის შემდეგ 64-ში ვაგრძელებთ თავსებადობის ძებნას. 64-ში 64 თავსდება და ვწერთ მეორე 1-იანს. ახლა 64-64=0 0-ში 32 არ თავსდება და ვწერთ ნოლს. აქ ბევრი მკითხაობაც აღარ უნდა იმას, რომ მომდევნო რიცხვები  16, 8, 4, 2, 1 არც ერთი არ თავსდება 0-ში და შესაბამისად სულ ვწერთ ნოლებს. ამიტომაც გამოიყურება 192 ორობითში 11000000 – სახით. 168 დავშალოთ ახლა. 168-ში 128 თავსდება და ვწერთ 1-ს, როგორც შევთანხმდით. შემდეგ: 168-128=40 40-ში 64 არ თავსდება და ვწერთ 0-ს. რადგ...

ორობითი სისტემა და აიპის დაჭრა

Image
IP დამისამართება, მისი გადაყვანა ორობითიდან ათობითში და პირიქით, შემდეგ ქვექსელების ანუ ე.წ. საბნეტის შექმნა საკმაოდ საინტერესო თემაა, თუმცა ქართულად ნორმალური მასალა პრაქტიკულად არ იშოვება, ვერც რუსულად ვნახე ვერაფერი ნორმალური, ვერც ინგლისურად, სანამ სისკოს წიგნი არ ჩამივარდა ხელში… ხოდა, გადავწყვიტე, ეს მასალა დამედო ბლოგზე, იქნებ ვინმეს დაეხმაროს ეს პოსტი  რადგან აქამდე მოხვედით და ამ სტატიას კითხულობთ, თქვენთვის აღარ იქნება საჭირო, იმის განმარტება რა არის და რა ევალება IP მისამართს, რა განსხვავებაა შიდა და გარე IP-ს შორის და ა.შ. (თუ არადა, ვიკიპედიაზეც არის ამაზე მასალა და დროს არ დავკარგავ, თუმცა, ამ სტატიის წაკითხვამდე აუცილებლად გადახედეთ, თუ არ იცით). დღეს ვისაუბროთ შიდა IP დამისამართებაზე. ქსელის ნიღბსა და ორობით სისტემაზე. არ მინდა ძალიან გავართულო სტატია, დღეს ავხსნი საწყისებს და თუ დაგაინტერესებთ, შემდეგ პოსტებში ჩავუღრმავდები ამ თემას. ახლა კი, მივხედოთ ელემენტარულ საკითხებს. პირველ რიგში, რისგან შედგება IP მისამართი? მისი “შიგთავსი” ორობით რიცხვთა სისტემაა,...