ათობითის მენეჯმენტი
მაგალითისათვის, ათობითიდან ორობითში “ჩამოვახარისხოთ” IP მისამართი 192.168.1.109 მოდი დავიწყოთ ისევ 192-დან და გავიხსენოთ ჩვენი ხარისხები 2-ის, 128, 64, 32, 16, 8, 4, 2, 1. (ცხრილი #1)
წეღან თუ მარჯვნიდან მარცხნივ ვწერდით, ახლა მოქმედებას ყოველთვის ვიწყებთ მარცხენა პირველი რიცხვიდან ანუ 128-დან და ვუყურებთ რიცხვების თავსებადობას. 192-ში 128 თავსდება და შესაბამისად უნდა დავწეროთ 1 (ანუ 1 არის დადასტურება, კი, თავსდება, 0 უარყოფა – არა, არ თავსდება). რადგან თავსებადობა ვნახეთ, ახლა 192-ს უნდა გამოვაკლოთ 128 192-128=64 და ამის შემდეგ 64-ში ვაგრძელებთ თავსებადობის ძებნას. 64-ში 64 თავსდება და ვწერთ მეორე 1-იანს. ახლა 64-64=0 0-ში 32 არ თავსდება და ვწერთ ნოლს. აქ ბევრი მკითხაობაც აღარ უნდა იმას, რომ მომდევნო რიცხვები 16, 8, 4, 2, 1 არც ერთი არ თავსდება 0-ში და შესაბამისად სულ ვწერთ ნოლებს. ამიტომაც გამოიყურება 192 ორობითში 11000000 – სახით.
168 დავშალოთ ახლა. 168-ში 128 თავსდება და ვწერთ 1-ს, როგორც შევთანხმდით. შემდეგ: 168-128=40 40-ში 64 არ თავსდება და ვწერთ 0-ს. რადგან თავსებადობა ვერ ვიპოვეთ, არ ვაკლებთ ჯერ არაფერს და ისევ რაც გვაქვს, იქ ვეძებთ მომდევნო რიცხვის თავსებადობას, ანუ აქ ისევ 40-ში ვეძებთ, თუ მოთავსდება 32. რა თქმა უნდა, მოთავსდება და ვწერთ 1-ს. რადგან ვიპოვეთ თავსებადობა, ახლა 40-32=8 8-ში 16 არ მოთავსდება და ვწერთ ისევ 0-ს, სამაგიეროდ მომდევნო რიცხვი 8 თავსდება 8-ში და ვწერთ 8-ს. ახლა უკვე 8-8=0 შესაბამისად, 0-ში რადგან არ თავსდება არც 4, არც 2 და არც 1 ბოლოში ვწერთ სულ 0-ებს. ესეც ჩვენი 168 – 10101000
Comments
Post a Comment